მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ფარმაცევტული კომპანიები წელს ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებას ელოდებიან

ფარმაცევტული კომპანიები წელს ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებას ელოდებიან

ინფლაციის შედეგად მედიკამენტებზე გაზრდილი ფასების ფონზე, ფარმაცევტული კომპანიების შემოსავალი გაზრდილია, თუმცა მოგება მნიშვნელოვნადაა შემცირებული.

2019 წელს 6 უმსხვილესი სააფთიაქო ქსელის მოგება 82,5 მილიონ ლარს აჭარბებდა, 2020 წლის ფინანსური ანგარიშგების შედეგებით კი ამავე კომპანიების მოგება 51 მილიონი ლარის ფარგლებშია.

საქართველოს სააფთიაქო ბაზარზე სამი წამყვანი მოთამაშეა, ესენია „პსპ“, „ავერსი“ და „გეფა“.  გეფას შემადგენლობაშია „ჯიპისი“ და „ფარმადეპო.“

ბაზრის 5 უმსხვილესი მოთამაშის შემოსავალმა 2020 წელს მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც 210 მილიონი ლარით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.

გაყიდვების მოცულობით და წმინდა მოგებით ბაზრის ლიდერი ჯიპისი ფარმადეპოა.

წლევანდელი მონაცემების ოფიციალურ გამოცხადებამდე კომპანიებში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ტენდენციები დადებითია და შედეგები გაუმჯობესდება.

„იმპექსის“ გენერალური დირექტორის დავით კოხრეიძის განცხადებით, შარშანდელთან შედარებით კომპანია 20%-ით მეტი შემოსავალს მიიღებს. მისივე თქმით, წელს კომპანიას დიდი გასავალი ჰქონდა, ამიტომ მოგების ნაწილში სუფთა მოგება ბრუნვასთან მიმართებაში 5%. იყო

პსპ-ს ქსელის დირექტორის მამუკა ბრეგვაძის განცხადებით, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რომ განვითარება არ შეაჩერონ და ცდილობენ პროცესების ისე მოდერნიზებას, რომ ხარჯვითი ნაწილი შემცირდეს.

ფარმადეპოს ხელმძღვანელის ქეთი კოზმანაშვილის თქმით კი გასულ წელს 20-მდე ახალი ობიექტი დაამატეს, რაც გაყიდვების მაჩვენებლის გაზრდის ფაქტორი გახდა. წმინდა მოგების მარჟამ 2020-ში 6% შეადგინა.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …