მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ფსიქოტროპულ აფთიაქებზე კონტროლის გამკაცრების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს
მთავრობის კანცელარიასთან ფსიქოტროპულ აფთიაქებზე კონტროლის გამკაცრების მოთხოვნით აქცია გაიმართა.აქციის მონაწილეები ფსიქოტროპული აფთიაქების დახურვას ითხოვენ

ფსიქოტროპულ აფთიაქებზე კონტროლის გამკაცრების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

მთავრობის კანცელარიასთან ფსიქოტროპულ აფთიაქებზე კონტროლის გამკაცრების მოთხოვნით  აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები  ფსიქოტროპული აფთიაქების დახურვას ითხოვენ. მათი განმარტებით,   საშიში მედიკამენტების შეძენა ნებისმიერ მოქალაქეს დაუბრკოლებლად შუძლია.

ორგანიზატორები ხელისუფლებას პრობლემის უახლოეს მომავალში მოგვარებისკენ მოუწოდებენ.

„აუცილებლად უნდა აიკრძალოს ფსიქოტროპული წამლების გაყიდვა რეცეპტის გარეშე, დაიკეტოს. თუ არ იცის ეს მთავრობამ, ჯანდაცვის სამინისტრომ, რომ საშინელი მდგომარეობაა, ჩვენი შეხვედრის მიზანი იყო, რომ ეს გაიგონ. თბილისის ნახევარზე მეტი არაფხიზელ მდგომარეობაში დადის, ოჯახები ინგრევა“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მაკა ყიფიანმა.

cp.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …