კომპანია Pfizer-ი სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის კოვიდ 19-ის სამკურნალო პრეპერატ Paxlovid-ის 180 ათას დოზას აწარმოებს. საუბარია წამალზე, რომელიც აბების სახით გამოვა. მომდევნო წელს ამ მედიკამენტის წარმოების მოცულობა 50 მილიონ ერთეულამდე გაიზრდება. კომპანიის შეფასებით, ახალი წამლის მიღება შესაძლებელი იქნება კორონავირუსის პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე ან ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ, რისკის მქონე პაციენტებისთვის.
ნოემბრის დასაწყისში Pfizer-მა განაცხადა, რომ პრეპარატის კლინიკური კვლევების მეორე ფაზა დასრულდა და წამალმა კოვიდინფიცირებულ პაციენტებში ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის რისკები 89%-ით შეამცირა. კომპანიაში ასევე განაცხადეს, რომ ცდების მონაწილეებს შორის გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
Pfizer-ი თავისი პრეპარატისკვლევას გლობალურ დონეზე ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, კვლევებში 7 ათასი ადამიანი მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ შორისაა რუსეთიც. ცალკეული ქვეყნების მიერ პრეპარატის დამტკიცების შემთხვევაში კომპანია აპირებს, ეს მედიკამენტი ყველა ამ ქვეყნის ბაზარს მიაწოდოს.