მსოფლიოში წამყვანი ფარმაკოლოგიური კომპანია Pfizer-ი აცხადებს, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის სამკურნალო აბი სიკვდილიანობას და ჰოსპიტალიზაციას 89%-ით ამცირებს იმ პირებში, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ფარმაკოლოგიური კომპანია არ აპირებს დამატებითი კლინიკური კვლევების ჩატარებას, პრეპარატის ეფექტიანებიდან გამომდინარე და Pfizer-ის განცხადებით, უახლოეს დროში მიაწვდიან არსებულ კვლევებს აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს სწრაფი ავტორიზაციის მოსაპოვებლად.
Bloomberg-ის მიხედვით, Pfizer-ის მიერ წარმოებული აბების გარდა ამ ეტაპზე კიდევ ორი იმედისმომცემი პრეპარატია, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იყოს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში.
გასულ თვეში კორონავირუსის სამკურნალო აბები მარეგულირებლებს ფარმაცევტულმა კომპანებმა Merck & Co. და Ridgeback Biotherapeutics LP-მა წარადგინეს, მას შემდეგ რაც კვლევებმა აჩვენა, რომ მათ მიერ წარმოებული აბები ინფიცირების და გარდაცვალების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებდა.