მთავარი » დაზღვევა » „ალდაგმა“ ბაზარზე უპრეცედენტო პროდუქტი – სიცოცხლისა და 16 კრიტიკული დაავადებებისგან დაზღვევის პაკეტი გამოიტანა

„ალდაგმა“ ბაზარზე უპრეცედენტო პროდუქტი – სიცოცხლისა და 16 კრიტიკული დაავადებებისგან დაზღვევის პაკეტი გამოიტანა

სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“ ბაზარზე ახალი პროდუქტი – კრიტიკული დაავადებებისა და სიცოცხლის დაზღვევის პაკეტი გამოიტანა. პროდუქტი 16 ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ და­ა­ვა­დე­ბას მო­ი­ცავს, მათ შო­რისაა სიმ­სივ­ნე, ინ­ფარ­ქტი, ინ­სულ­ტი, კომა, თირკმლის უკ­მა­რი­სო­ბა, ალ­ცჰა­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბა და სხვა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, პაკეტი ქართული ბაზრისთვის უპრეცედენტოა, რადგან მასში სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა გაერთიანებულია.  გარდა ამისა, შეთავაზებაში შედის 16 კრიტიკული დაავადება – ამ რაოდენობის დაავადების დაზღვევა კი სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიის მსგავს არცერთ პაკეტში არაა.

როგორც კომპანიაში jandacva.ge-ს განუცხადეს, პაკეტზე დიდი  ხანია მუშაობენ და ის ბაზარზე რამდენიმე დღეა რაც გამოიტანეს. კომპანიაში მაღალ მოთხოვნას ელოდებიან, რადგან მათი თქმით, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით კი პანდემიის პირობებში ადამიანებმა მეტად გაიაზრეს ჯანმრთელობასთან და სიცოცხლესთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის აუცილებლობა. „ალდაგში“ ხაზს უსვამენ იმასაც, რომ ამ პაკეტის ღირებულება საკმაოდ ხელმისაწვდომია.

მოცდის პერიოდი 90 დღეს შეადგენს, რაც, როგორც „ალდაგში“ ამბობენ, სხვა კომპანიების ანალოგიური შეთავაზებების პირობებზე მცირე ვადაა. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დაზღვეულს მხოლოდ დიაგნოზის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა უწევს. თანხას კი ის საკუთარ ანგარიშზე მიიღებს და შეუძლია ის ნებისმიერი მიზნით გამოიყენოს. გარდაცვალების შემთხვევაში თანხას დაზღვეულის მიერ მითითებული პირი მიიღებს.

რაც შეეხება ლიმიტებს, და­ა­ვა­დე­ბე­ბის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მომ­ხმა­რე­ბე­ლი 100 000 ლა­რამ­დე თან­ხას მი­ი­ღებს. ალ­და­გის სი­ცო­ცხლი­სა და კრი­ტი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის და­ზღვე­ვას უფა­სოდ მოყ­ვე­ბა შვი­ლე­ბის და­ზღვე­ვა.

კი­დევ ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სარ­გე­ბე­ლი, რაც ამ პრო­დუქტს ახ­ლავს, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უც­ვლე­ლი ფა­სია. ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზღვე­ვის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მომ­ხმა­რე­ბელს არ მო­უ­წევს ყო­ველ წელს სი­ცო­ცხლი­სა და კრი­ტი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის და­ზღვე­ვის გა­ნახ­ლე­ბა და ყო­ველ წელს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფა­სის გა­დახ­და. ფასი იქ­ნე­ბა ფიქ­სი­რე­ბუ­ლი და მი­ნი­მა­ლუ­რი, პი­რო­ბი­თად თვე­ში 10 ლა­რით ადა­მი­ანს შე­უძ­ლია 50 000-მდე ლა­რის მო­ბი­ლი­ზე­ბა კრი­ტი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის დად­გო­მის ან გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში,“- ამ­ბო­ბენალ­დაგ­ში“.

ვებგ­ვერ­დზე life.aldagi.ge მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია თა­ვად და­ი­ან­გა­რი­შოს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ფასი, რო­მელ­საც ის ფიქ­სი­რე­ბუ­ლად გა­და­იხ­დის სი­ცო­ცხლი­სა და კრი­ტი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის და­ზღვე­ვა­ში. ფასი და­მო­კი­დე­ბუ­ლია მომ­ხმა­რებ­ლის ასაკ­სა და სქეს­ზე, ასე­ვე ლი­მი­ტებ­ზე, რო­მელ­საც ის აირ­ჩევს. ანა­ზღა­უ­რე­ბის მაქ­სი­მუ­მი 100,000 ლა­რია.

 

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …