მთავარი » ახალი ამბები » კონცერტებისა და ფესტივალების გამართვის აკრძალვა იხსნება

კონცერტებისა და ფესტივალების გამართვის აკრძალვა იხსნება

ხვალიდან, 6 ოქტომბრიდან კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვები იხსნება, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, კონცერტებზე დასწრება რეგულაციების დაცვით იქნება შესაძლებელი.

„იხსნება კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა და მათი ჩატარება შესაძლებელი იქნება არსებული რეგულაციების დაცვით“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 12 აგვისტოდან სრულად იყო შეზღუდული ფესტივალების, გასართობი ღონისძიებების, კონცერტებისა და სპორტული შეჯიბრებების გამართვა.

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …