მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » საქართველოში გერმანული დიაგნოსტიკური ცენტრი იხსნება

საქართველოში გერმანული დიაგნოსტიკური ცენტრი იხსნება

საქართველოში გერმანული დიაგნოსტიკური ცენტრი გაიხსნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, პროექტის ავტორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ლაბორატორია შეძლებს ჩაატაროს ტელემედიცინის, ტელერადიოლოგიის და სრული ლაბორატორიული კვლევები ადგილზე, საქართველოდან გაუსვლელად.

“დღეს ჩვენ საქართველოს მედიცინისთვის და მოსახლეობისთვის გვაქვს ძალიან კარგი სიახლე. ეს სიახლე შეეხება “დოიჩე დიაგნოსტიკურ ცენტრუმის” გახსნას საქართველოში, რომლის ინიციატორიც არის ემიგრანტი, პროფესორი გრიგოლია. ეს არის ნამდვილად სასიკეთო პროექტი, რომელიც საქართველოს მედიცინასა და ექიმებს აიყვანს გერმანულ ხარისხში და ჩვენი პაციენტები შეძლებენ გამგზავრების გარეშე მიიღონ მაღალკვალიფიციური დიაგნოსტიკა და ასევე კონსულტაციები სხვადასხვა დარგის ექიმებისთვის, არის მრავლობითი სხვადასხვა ინიციატივა, რომელსაც სახელმწიფო მიესალმება. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ ბუდეს ეს დიაგნოსტიკური ცენტრი დაიდებს საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგში და ეს იქნება ბაზა ყოველივე ამისი და სახელმწიფო იძლევა გარანტიას, რომ მათ ექნებათ ყველანაირი ხელშეწყობა იმისთვის, რომ როგორც კერძო სექტორს, ასევე პაციენტებს და ექიმებს ეს საყოველთაო სიკეთე ჰქონდეთ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი.”- განაცხადა ტიკარაძემ.

პროექტის ინიციატორი ქართველი ემიგრანტი, გიორგი გრიგოლიაა, რომელიც საქართველოში გერმანელ კოლეგასთან ერთად ჩამოვიდა.

“გერმანელ კოლეგებთან ერთად ჩამოვედით იმისთვის, რომ ქართველ მოსახლეობას შევთავაზოთ ჩვენი სერვისი, ჩვენი დახმარება, ჩვენი ცოდნა ისე, რომ ეს ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ მოკრძალებული დახმარებით ქვეყანაში შევძლებთ კიდევ უფრო ავამაღლოთ ზოგადად სამედიცინო მომსახურების დონე და ავწიოთ კოლეგების დონეც, რომელიც საკმაოდ მაღალია და თუ მათ ამის სურვილი ექნებათ, დავეხმარებით, რომ კიდევ უფრო მაღალ მწვერვალებს მიაღწიონ.

ეს არის დიაგნოსტიკური ცენტრი, რომელიც შეძლებს მოსახლეობას გაუწიოს ტელემედიცინის, ტელერადიოლოგიის და სრული ლაბორატორიული კვლევების მეშვეობით დახმარება და ადგილზე, საქართველოდან გაუსვლელად შესთავაზოს გერმანული დიაგნოსტიკა, რომლის გამოც უწევდათ უცხოეთში გამგზავრება. ჩვენი სურვილია მთლიანად ეს ჩვენი გერმანული გამოცდილება შევთავაზოთ ქართველ კოლეგებს და ეს იქნება მათთან ერთად ჩართულობით და რა თქმა უნდა გერმანელ კოლეგებთან ერთად . “ -განმარტა გრიგოლიამ.

პროექტის ინიციატორების თქმით, ლაბორატორია სავარაუდოდ ოქტომბრის მეორე ნახევარში, “ნიუ ვიჟენისკამპუს შენობაში გაიხსნება.

 

1tv.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …