მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » FDA-მ Pfizer-ის ვაქცინის შენახვის ვადა 3 თვით, 9 თვემდე გაახანგრძლივა

FDA-მ Pfizer-ის ვაქცინის შენახვის ვადა 3 თვით, 9 თვემდე გაახანგრძლივა

ამერიკის შეერთებული შტატების საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების სანიტარული ზედამხედველობის ადმინისტრაციამ (FDA) Pfizer-BioNTech-ის ვაქცინისთვის საგანგებო სიტუაციებში გამოყენების სანებართვო პირობები განაახლა. ახალი პირობების თანახმად, აღნიშნული ვაქცინის შენახვის ვადა -90-დან  -60-მდე ტემპერატურის პირობებში 6 თვიდან 9 თვემდე

გახანგრძლივდა. გადაწყვეტილება 22 აგვისტოს იქნა მიღებული.

ვადის გახანგრძლივება  ასევე ვრცელდება ვაქცინების იმ პარტიებზე, რომელთა მოქმედების ვადა დასრულდა ცვლილებების შეტანამდე პერიოდში, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი თანაბარი ტემპერატურის პირობებში ინახებოდა.

FDA-ს ოფიციალურ საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სააგენტო იცავს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას და უზრუნველყოფს წამლების, ასევე ვაქცინების და სხვა ბიოლოგიური პროდუქტების ეფექტიანობას და უსაფრთხოებას ადამიანისთვის.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …