კავკასიის მედიცინის ცენტრში ონკოლოგიური პაციენტებისთვის სპეციალიზებული სერვისი – 24-საათიანი მომსახურება აამოქმედა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის პერიოდში გვერდითმა მოვლენებმა და გართულებებმა ნებისმიერ დროს შეიძლება იჩინონ თავი, ამიტომ ონკო-პაციენტებისთვის აუცილებელია ისეთი სერვისის არსებობა, რომელიც 24/7-ზე იქნება ხელმისაწვდომი. კავკასიის მედიცინის ცენტრი კი ერთადერთი ჰოსპიტალია საქართველოში, რომელიც პაციენტებს აღნიშნულ მომსახურებას, ონკოლოგიურ გადაუდებელ დახმარებას სთავაზობს.
ჰოსპიტალი უზრუნველყოფს იმ პაციენტების სასწრაფო დახმარებასაც, რომლებიც მკურნალობის კურსს სხვა კლინიკებში გადიან. გადაუდებელი მედიცინის განყოფილების გუნდს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ონკოლოგიური პაციენტების მართვაში.
დეპარტამენტში 24 საათის განმავლობაში შესაძლებელია სიმსივნით გამოწვეული გართულებისა (სიმსივნის ზეწოლა, მაგისტრალური სისხლძარღვების ჩაკეტვა, გაუვალობა და ა.შ) ან მკურნალობის გვერდითი მოვლენების მართვა. ამასთან, პროცესში გადაუდებელი მედიცინის ექიმებთან ერთად, ონკოლოგები და საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა პროფილის ექიმებიც (მაგ: სისხლძარღვთა ქირურგი, ნეიროქირურგი და ა.შ) ერთვებიან.
განყოფილებაში ხელმისაწვდომია ყველა სახის დიაგნოსტიკური მეთოდები:
- ლაბორატორიული კვლევები;
- კომპიუტერული ტომოგრაფია;
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
- ექოსკოპია;
- ენდოსკოპია;
- რენტგენოგრაფია და ა.შ.
პირველადი დახმარების აღმოჩენისა და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის არიდების შემდეგ პაციენტს მკურნალობა სტაციონარში უგრძელდება.
გადაუდებელი მედიცინის განყოფილების მაღალკვალიფიციურ გუნდს, რომელსაც ონკო-პაციენტების მართვის დიდი გამოცდილება აქვს, ოთარ დიხამინჯია ხელმძღვანელობს, ონკოლოგიური დეპარტამენტი კი ამ პროცესში ივანე კილაძის ხელმძღვანელობით ერთვება.