მთავარი » დაზღვევა » კრიტიკული დაავადებების დაზღვევაზე მოთხოვნა იზრდება – „თიბისი დაზღვევამ“ უკვე 650 ათასი ლარის ანაზღაურება გასცა

კრიტიკული დაავადებების დაზღვევაზე მოთხოვნა იზრდება – „თიბისი დაზღვევამ“ უკვე 650 ათასი ლარის ანაზღაურება გასცა

„თიბისი დაზღვევის“ კრიტიკული დაავადებების დაზღვევის პოლისი 7 ათასამდე ადამიანს აქვს შეძენილი. როგორც კომპანიაში jandacva.ge-ს განუცხადეს, აღნიშნული პროდუქტი მისი ბაზარზე  გამოტანიდან, 2019 წლიდან დღემდე, საკმაოდ პოპულარული გახდა და უკვე ათეულობით დაზღვეულმა შეძლო თანხის მიღება. ჯამში ანაზღაურებულია 650 ათასი ლარი.

კრიტიკულ დაავადებებში, რომლებსაც პოლისი ფარავს, შედის ონკოლოგიური დიაგნოზიც, ამასთან,  ავთვისებიან სიმსივნის დაზღვევის პაკეტის შეძენა ცალკეცაა შესაძლებელი. თუმცა, როგორც „თიბისი დაზღვევაში“ ამბობენ, მომხმარებელი უმეტეს წილად ყიდულობს გაფართოებულ პროდუქტს, რომელშიც ონკოლოგიური დაავადებებიც შედის და  უფრო მეტ დაცულობას იძლევა

კრიტიკული დაავადებების პოლისის პირობების თანახმად, პოლისის შეძენიდან 90 დღის შემდეგ, 7 დაავადებიდან ერთ-ერთის აღმოჩენის შემთხვევაში დაზღვეული მიიღებს სოლიდურ სადაზღვევო თანხას. მას შეუძლია აირჩიოს ონკოლოგიური დაავადებების ან 7 კრიტიკული დაავადების დაზღვევა. ამ დაავადებებში შედის შემდეგი სამედიცინო შემთხვევები: ავთვისებიანი სიმსივნე, თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნე, გულის ინფარქტი, გულის შუნტირება, ინსულტი, დამბლა, სიბრმავე. დაზღვეულის ასაკი დაზღვევის ძალაში შესვლის თარიღისთვის არ უნდა იყოს 18 წელზე ნაკლები და 61 წელზე მეტი.

კრიტიკული დაავადებების დაზღვევა გავრცელდება დაზღვეულის შვილებზეც, თუ მათი ასაკია 1-დან 18 წლამდე. ამისათვის დამატებითი თანხის გადახდა არაა საჭირო.

ამასთან, დაზღვევის პირველივე დღიდან „თიბისი დაზღვევის“ პარტნიორი ამერიკული კომპანია MEDIGUIDE-ი დაეხმარება დაზღვეულს და მის შვილებს ნებისმიერი დიაგნოზის გადამოწმებაში მსოფლიოს წამყვან კლინიკებში და უზრუნველყოფს მკურნალობის ორგანიზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

რაც შეეხება სადაზღვევო თანხის ლიმიტს, რომელსაც დიაგნოზის დასმის შემთხვევაში ადამიანი მიიღებს, მას თავად დაზღვეული ირჩევს.

შესაძლებელია ლიმიტის შერჩევა ლარში – 25 000₾, 50 000₾ ან 75 000₾, ან დოლარში – 10 000$, 20 000$ ან 30 000$. კონცეპტ კლიენტებისთვის ასევე ხელმისაწვდომია ლიმიტი ლარში – 100 000₾ – 150 000₾, ან 30 000$ – 50 000$.

ყოველთვიური გადასახადი კი, მაგალითად, ერთერთი პაკეტის შემთხვევაში ლარში 17 ლარიდან იწყება – ასეთი პაკეტის პირობებში, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს, დაზღვეულს 30 ათასი ლარი დაერიცხება. დოლარში კი, მაგალითად თვეში 5 დოლარიანი პაკეტის მფლობელი, დიაგნოზის დასმის შემთხვევაში 10 ათას დოლარს მიიღებს.

სადაზღვევო პოლისის შეძენა თიბისი დაზღვევის საიტზე, ონლაინ-რეჟიმშია შესაძლებელი. მოცდის პერიოდი შეადგენს პირველ 90 დღეს სადაზღვევო ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან.

სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების გზით. მზღვეველის მიერ ზარალის ანაზღაურებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება დამზღვევის მიერ მზღვეველისთვის ყველა დოკუმენტაციის მიწოდებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში. სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა 15 სამუშაო დღეში.

 

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …