მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ანტისხეულების რაოდენობის მიუხედავად, კოვიდგადატანილი ადამიანი მალე უნდა აიცრას – იმუნოლოგის განმარტება

ანტისხეულების რაოდენობის მიუხედავად, კოვიდგადატანილი ადამიანი მალე უნდა აიცრას – იმუნოლოგის განმარტება

უცნობია, ანტისხეულების რა რაოდენობა იცავს ადამიანს კოვიდისგან. ამიტომ, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა კოვიდგადატანილ პაციენტს ანტისხეულები და რა რაოდენობისაა ისინი, ის უნდა აიცრას. ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ქეთევან ომიაძემ იმ არაერთი მოქალაქის კითხვის პასუხად განაცხადა, რომლებსაც ინფექციის მოხდის შემდეგ ანტისხეულების დიდი რაოდენობა აღმოაჩნდათ, რის გამოც აინტერესებთ, საჭიროა თუ არა მათი ვაქცინაცია კოვიდ 19-ის დადასტურებიდან 30-ე დღეს, თუ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეუძლიათ აცრა არ გაიკეთონ და ბუნებრივი იმუნიტეტის იმედად იყვნენ.

ქეთევან ომიაძე ამბობს, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ ანტისხეულების რაოდენობის კვლევა საჭირო არ არის  და ეს ანალიზი არაფერს გვაძლევს. მისი განმარტებით, ანტისხეულებზე ტესტის გაკეთებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ მიზანია იმის დადგენა, გადაიტანა თუ არა ადამიანმა ინფექცია ან აქვს თუ არა მას ვირუსი მწვავე ფაზაში.

მედიკოსის თქმით, გარდა ანტისხეულების რაოდენობის არაინფორმატიულობისა, აცრა მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ მნიშვნელოვანია, ბუნებრივ იმუნიტეტს დაემატოს ვაქცინით გამოწვეული იმუნიტეტი, რათა მყარი და ძლიერი დაცვა შეიქმნას. ამიტომ, მისივე თქმით, არაა რეკომენდებული, ადამიანი მხოლოდ ბუნებრივი იმუნიტეტის იმედად დარჩეს.

„წუხან ადამიანები – ავიცერი, გავიკეთე ტესტი და ანტისხეულები არ მაქვსო… არ ვიცით ანტისხეულების ის ზღვარი, რომელიც გვეტყვის, რომ ჩვენ დაცულები ვართ. ასეული იქნება ანტისხეული თუ ათასი,  ვაქცინა უნდა გაკეთდეს,“- განაცხადა ომიაძემ.

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …