კოვიდ-ინფექციის გავრცელების კუთხით, ყველაზე მძიმე ვითარება შიდა ქართლშია. აქ ყველაზე მაღალი, 16,3%-ია დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც ჩატარებულ ტესტებს შორის დადებითი პასუხის პროცენტულ წილს გამოხატავს.
სწორედ დადებითობის მონაცემი აჩვენებს, მოსახლეობის რამდენად დიდი ნაწილია ინფიცირებული კონკრეტულ რეგიონში.
მეორე ადგილზეა კახეთი, სადაც დადებითობის მაჩვენებელი 14,5%-ია. მას მოსდევს მცხეთა-მთიანეთი 13,5%-ით. შედარებით დაბალ მაჩვენებელს – 8,2%-ს ინარჩუნებს სამცხე-ჯავახეთი.