„ევექსი კლინიკები“ თბილისში, საქართველოს მასშტაბით ვაქცინაციის ერთერთ უმსხვილეს, 30-კაბინეტიან ცენტრს ხსნის. როგორც jandacva.ge-ს კომპანიიდან აცნობეს, ცენტრი ფუნქციონირებას აგვისტოს მეორე ნახევარში დაიწყებს, როცა, ჯანდაცვის სამინისტროს გეგმით, ქვეყანაში ვაქცინაცია აქტიურ ფაზაში უნდა იყოს გადასული. ცენტრი თვეში 60 ათასი ადამიანის ვაქცინაციას შეძლებს. მისი გახსნის შემდეგ, “ევექსი კლინიკებს” სულ 66 ამცრელი კაბინეტი ექნება მთელი საქართველოს მასშტაბით.
კომპანიის ცნობით, აღნიშნული ცენტრი თბილისში, საბურთალოზე, თავხელიძის ქუჩაზე განთავსდება, სადაც „ევექსის“ კლინიკა მდებარეობს. ამჟამად შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
„ევექსი კლინიკებში“ ასევე აცხადებენ, რომ ვაქცინაციის ცენტრში დასაქმების მიზნით 100 ვაკანსია აქვთ გამოცხადებული. კომპანია შემდეგი პროფესიის კადრებს ეძებს:
ექიმი, ექთანი, რეგისტრატორი, IT სპეციალისტი, სამეურნეო სპეციალისტი, სერვისის კოორდინატორი, დაკვირვების მედდა.
„შესაბამისი პროფესიის ადამიანებს შესაძლებლობას ვაძლევთ, შენ შესაძლებლობა გაქვს, გახდე ევექსი კლინიკების დიდი გუნდის წევრი, შეიქმნა კარიერა წამყვან კომპანიაში და შეიძინო საუკეთესო გამოცდილება,“ – აცხადებენ „ევექსი კლინიკებში“