ჯანდაცვის მინისტრი მომავალ ექიმებს შეხვდება. დავით სერგეენკო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს ჯანდაცვის სფეროში არსებულ მდგომარეობასა და გატარებულ რეფორმებს გააცნობს.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, მინისტრი ყურადღებას დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების საკითხზე გაამახვილებს.
უწყებაში განამრტავენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ამ კუთხით გატარებული აქვს რეფორმები, რაც გამოიხატება რეზიდენტების მაღალმთიანი და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებისათვის, დეფიციტურ და პრიორიტეტულ საექიმო სპეციალობებში პროფესიულ მომზადებას.
შეხვედრის ბოლოს გაიმართება დისკუსიაც. სტუდენტები, მინისტრს ჯანდაცვის სფეროს განვითარების შესახებ თავის შეხედულებებსაც გააცნობენ.