მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » PCR-ტესტზე პასუხი ერთ საათში, 350 ლარად – ქართულ ბაზარზე ახალი სერვისი გამოჩნდა

PCR-ტესტზე პასუხი ერთ საათში, 350 ლარად – ქართულ ბაზარზე ახალი სერვისი გამოჩნდა

ქართულ ბაზარზე PCR-ტესტზე პასუხის ერთ საათში მიღების სერვისი გაჩნდა.

აღნიშნულ სერვისს მოქალაქეებს „მეგალაბი“ სთავაზობს.

მეგალაბი დამატებით გთავაზობთ PCR კვლევის ახალ მეთოდს, რომლის საშუალებითაც პასუხს 1 საათში მიიღებთ.  ჩვენი ლაბორატორია მზადაა გაგიწიოთ საჭირო მომსახურება 24/7-ზე,“ – ეს განცხადება კომპანიის  ვებგვერდზეა განთავსებული.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სერვისი იმ ადამიანებისთვისაა, რომლებსაც, სხვადასხვა მიზეზით ტესტზე პასუხის მიღება ეჩქარებათ. მათი განმარტებით, ტესტზე პასუხის ასე მოკლე დროში მიღების შესაძლებლობას თანამედროვე აპარატურა აძლევთ. ამასთან, კომპანიაში ამბობენ, რომ ერთ საათში ხდება არა მხოლოდ ტესტზე პასუხის მიღება, არამედ ამ მონაცემის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემთა ბაზაში ატვირთვა.

სერვისის ღირებულება 350 ლარია.

ქართულ ბაზარზე პისიარ ტესტებს ამ ეტაპზე ათეულობით კომპანია აკეთებს.

პასუხის მიღების სტანდარტული ვადა 24 საათია. თუმცა არსებობს კომპანიები, რომლებიც პასუხს 12 ან 7 საათის ინტერვალში გასცემენ.

ღირებულება სწორედ პასუხის მიღების დროზეა დამოკიდებული და 75-დან (24 საათში) 150 ლარამდე (12 საათში), 7 საათის შემთხვევაში კი 220 ლარამდეა.

 

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …