მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » “ევექსი ჰოსპიტლები” “ინგოროყვას კლინიკაში” 10%-იანი წილის გაყიდვას წელს გეგმავს

“ევექსი ჰოსპიტლები” “ინგოროყვას კლინიკაში” 10%-იანი წილის გაყიდვას წელს გეგმავს

„ევექსი ჰოსპიტლები“ ე.წ „ინგოროყვას კლინიკაში“ (შპს „გნკო“) 10%-იანი წილის გაყიდვას წელს გეგმავს, – ამის შესახებ კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებაშია აღნიშნული.

„მიუხედავად პანდემიისა, კომპანიის შემოსავალი 2020 წლის განმავლობაში მხოლოდ 11%-ით შემცირდა. 2020 წლის მეორე ნახევარში კომპანიამ გაასხვისა მის მფლობელობაში არსებული შპს „გნკო“-ს 50%-იანი წილის 40%, რაც მენეჯმენტის აზრით კიდევ უფრო გააჯანსაღებს კომპანიის ფინანსურ და საოპერაციო მაჩვენებლებს. დარჩენილი 10%-ის გასხვისება იგეგმება 2021 წლის განმავლობაში“, – ნათქვამია მმართველობით ანგარიშში.

რომ 2020 წლის ბოლოსთვის „ევექსი ჰოსპიტალები“ ფლობდა 17 ჰოსპიტალს, 2596 საწოლით.

ძირითადი ფინანსური მაჩვენებლები ასეთია:

შემოსავალი სამედიცინო მომსახურებიდან – 255,218,000

საერთო მოგება – 95,663,000

EBITDA1 – 57,012,000

წლის ზარალი – (31,504,000 ₾)

ამ დროისათვის სააქციო საზოგადოება სს ევექსის ჰოსპიტლები „გნკო“ -ში 10% ფლობს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 40% ; გიორგი ინგოროყვა – 50%.

 

businesspartner.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …