მთავარი » კვირის ინტერვიუ » კონკრეტულ ფარმაცევტულ კომპანიებთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს
ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ახალ ფარმაცევტულ კომპანიებთან, რომლებიც შესაძლოა ქართულ ბაზარზე გამოჩნდნენ, მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

კონკრეტულ ფარმაცევტულ კომპანიებთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ახალ ფარმაცევტულ კომპანიებთან, რომლებიც შესაძლოა ქართულ ბაზარზე გამოჩნდნენ, მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ახლა მედიკამენტების მართვის რეგულაციები და ხარისხის კონტროლი იცვლება, რომლის საბოლოო ამოცანა კონკურენტუნარიანი ფარმაკოლოგიური ბაზრით უზრუნველყოფაა და არა რომელიმე კონკრეტულ კომპანიასთან მოლაპარაკება.

„განსხვავებით C ჰეპატიტის პროგრამისგან, როდესაც ჩვენ ცალსახა მოლაპარაკებები გვქონდა კონკრეტულ კომპანიებთან, ახლა ეს მოლაპარაკებები კონკრეტულ კომპანიებთან არ მიმდინარეობს, რადგანაც ახლა ზოგადად, მედიკამენტების მართვის რეგულაციების და ხარისხის კონტროლის პოლიტიკა იცვლება, რომლის საბოლოო ამოცანა გამჭვირვალე, კონკურენტუნარიანი და ხარისხიანი ფარმაკოლოგიური ბაზრით უზრუნველყოფაა და არა რომელიმე კონკრეტულ ორგანიზაციასთან მოლაპარაკება“, – განაცხადა მინისტრმა.

Georgian Broadcaster

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე: ტარიფები, რომლებითაც კლინიკები ოპერირებენ, 2013 წელსაა დადგენილი

ინტერვიუ ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარესთან მაია მახარაშვილთან –   რა არის ახალი გაერთიანების მთავარი მიზანი? რა …