თბილისში, ამერიკული ჰოსპიტალის პროექტის განმახორციელებელი დიმიტრი ტვილდიანი კვარიათში, სოფელ სარფში კომპლექსს „ლიცი რეზორტს“ მიმდინარე თვეში გახსნის.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა დიმიტრი ტვილდიანმა განუცხადა, კომპლექსი მოიცავს 101-ნომრიან სასტუმროს და სარეაბილიტაციო-სამედიცინო ცენტრს.
პროექტის საინვესტიციო მოცულობა 20 მლნ დოლარია.
ტვილდიანის განცხადებით, კომპლექსი 2 ჰექტარ ტერიტორიაზეა განთავსებული და ძირითადად, უცხოელებზეა გათვლილი.