მთავარი » დაზღვევა » „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მოგზაურებს ახალ პროდუქტს – კოვიდ დაზღვევას სთავაზობს

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ მოგზაურებს ახალ პროდუქტს – კოვიდ დაზღვევას სთავაზობს

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ მომხმარებლებს ახალ პროდუქტს – კოვიდ დაზღვევას სთავაზობს. როგოც კომპანიაში jandacva.ge-ს განუცხადეს, პროდუქტის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ აერთიანებს სამოგზაურო და კოვიდ დაზღვევას.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სტანდარტულ სამედიცინო მომსახურებებთან ერთად, ამ დაზღვევის შეძენისას მომხმარებელს საშუალება ექნება საზღვარგარეთ ყოფნისას საეჭვო
სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, ჯიპიაის პროვაიდერ საერთაშორისო სამედიცინო ცენტრებში ჩაიტაროს კოვიდის დიაგნოსტირება და გართულების შემთხვევაში იმავე
კლინიკაში იმკურნალოს.

კომპანია კოვიდ დაზღვევას საქართველოში ჩამოსულ ტურისტებსაც სთავაზობს. საერთაშორისო ვიზიტორები ჯიპიაის სადაზღვევო პაკეტის ყიდვას საზღვარზევე, ქუთაისისა და თბილისის აეროპორტებში და მომსახურე ტურისტულ სააგენტოებში შეძლებენ. საეჭვო სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში კი პარტნიორ კლინიკებში კოვიდის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ხარჯებს ჯიპიაი დააფინანსებს.

პოლისით სარგებლობა 1-დან 70 წლამდე ნებისმიერ პირს შეუძლია. პოლისის გასააქტიურებლად კი დაზღვეულმა მინიმუმ 7 დღიანი პაკეტი უნდა შეიძინოს.

ჯიპიაი ჰოლდინგის ახალი კოვიდ დაზღვევის ღირებულება დღეში 5 ლარიდან იწყება. ეს ტარიფი დასაზღვევი დღეების მატებასთან ერთად იკლებს. კომპანიის კომბინირებული სამოგზაურო დაზღვევის პაკეტი ფარავს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს საზღვარგარეთ ყოფნისას, მაგალითად: საკვებით მოწამვლა, ტრავმა, მოტეხილობა, ალერგია და ახლა უკვე Covid 19 ით გამოწვეულ სამედიცინო ხარჯებსაც. პოლისი მოქმედებს მთელ მსოფლიოში და
ითვალისწინებს ანაზღაურებას 50 000 EUR/USD ფარგლებში.

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …