მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ირაკლი ღარიბაშვილი მედიკამენტების მაღალი ფასების საკითხით დაინტერესდა

ირაკლი ღარიბაშვილი მედიკამენტების მაღალი ფასების საკითხით დაინტერესდა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს  პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, მედიკამენტების ფასების ზრდასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა და დააფიქსირა პოზიცია, რომ საკითხის შესწავლა უნდა მოხდეს. შეკითხვა მას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა დაუსვა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,  ეს საკითხი შესასწავლია და ამას სჭირდება ძალიან დროული რეაგირება. მისივე ინფორმაციით, მას ჰქონდა საუბარი ამის თაობაზე და მისთვის ცნობილია, რომ კონკურენციის სააგენტო აღნიშნული თემით უკვე დაინტერესებულია.

„გპირდებით, რომ დავაჩქარებთ ამ პროცესს. მზად ვარ პარლამენტარების ჩართულობა უზუნველვყოთ ამ პროცესში, რათა ისედაც გაჭირვებული მოსახლეობისთვის მედიკამენტების ფასები ხელმისაწვდომი იყოს,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აღნიშნულ თემაზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ, რომელსაც jandacva.ge-მ მედიკამენტების ფასების შესწავლასთან დაკავშირებით მეტი დეტალის გასაგებად მიმართა.

 

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …