მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » დავით სერგეენკო: მედიკამენტი არ უნდა ღირდეს ისეთი ძვირი, როგორიც დღესაა
კონფერენციაზე გამოსვლისას ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ იმ ფაქტორებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც წამლის ხარისხზე მოქმედებს.

დავით სერგეენკო: მედიკამენტი არ უნდა ღირდეს ისეთი ძვირი, როგორიც დღესაა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ იმ ფაქტორებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც წამლის ხარისხზე მოქმედებს.

“საქართველოში ჯანდაცვის მთლიანი დანახარჯებიდან მედიკამენტებზე მოდის ძალიან მაღალი წილი, ზოგჯერ 40%, ზოგჯერ 50%-ზე მეტიც კი. მაშინ როცა ეს 25%-ზე მეტი არ უნდა იყოს. ამას განაპირობებს ორი მთავარი ფაქტორი. წამლის მაღალი ფასი და მეორე, საქართველოში წარმოუდგენლად ბევრი მედიკამენტი იწერება დანიშნულებაში.

ბავშვს როდესაც ვირუსული ინფექცია აქვს, 7, 8, 10 და ზოგჯერ 12 მედიკამენტი აქვს დაწერილი. მაშინ როცა არ სჭირდება.  მაქსიმუმ 1 სიცხის დამწევი სჭირდება. მოსახლეობას მედიკამენტზე უნდა ჰქონდეს ხელმისაწვდომობა. მედიკამენტი არ უნდა ღირდეს ისეთი ძვირი, როგორც ღირს დღეს.

ჯანდაცვის სამაინისტრომ ამ სიტუაციის გამოსასწორებლად უნდა უზრუნველყოს საბოლოოდ ისეთი რეგულაციების დაწესება, მათ შესრულებაზე მკაფიო ზედამხედველობა, რომელი რეგულაციებიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფენ ქვეყანაში ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების არსებობას.

ამას, თავის მხრივ, სჭირდება ისეთი რეგულაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში კონკურენციის გაზრდას. ეს არის ის გზა, რომლითაც მოქმედებს ნებისმიერი განვითარებული ჯანდაცვის სისტემა. ამ რეგულაციებს, ერთის მხრივ, მთავარი მიზნის მისაღწევად ვიყენებთ, მეორეს მხრივ, ეს არის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის განუყოფელი ნაწილი”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ipress.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …