მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ასოციაცია: ლარის რამდენიმედღიანი გამყარება, მედიკამენტების ფასზე ამ ეტაპზე ვერ აისახება

ასოციაცია: ლარის რამდენიმედღიანი გამყარება, მედიკამენტების ფასზე ამ ეტაპზე ვერ აისახება

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“  აცხადებს, რომ ლარის რამდენიმე დღის სტაბილიზაცია არ არის საკმარისი, რომ ეს მედიკამენტების ფასებზე მყისიერად აისახოს.

„სტაბილიზაცია მინიმუმ 10-12 დღე, 2 კვირა მაინც უნდა იყოს, რომ იმოქმედოს გარკვეული გამონაკლისების გარდა, მედიკამენტების ფასზე. თუ დღეს კომპანიებმა გააიაფეს პროდუქცია და ხვალ დევალვაცია მოხდა, მოუწევთ ვალუტის შეძენა და ამით დანაკარგი ექნებათ. ამიტომ, მედიკამენტების გაიაფება დამოკიდებული იქნება ლარის სტაბილიზაციაზე.

ეკონომიკურად, ლარის გამყარება არ იყო მოსალოდნელი, ამის წინაპირობა ბევრი არ იყო, მაგრამ თუ ჩვენ დავეყრდნობით ეროვნული ბანკის და მთავრობის განცხადებებს, იმედის მომცემია და ვფიქრობ, რომ ეს გამყარება სტაბილურად გაგრძელდება,“ – აცხდებს მარგველაშვილი.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3657 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.4494 ლარი ეღირება.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …