ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში ვაკანსიების კვირეული გრძელდება.
23 სექტემბრის ჩათვლით სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები ადგილზე შეარჩევენ მათთვის სასურველ კადრებს.
დასაქმების კვირეულში 60–მდე კომპანია მონაწილეობს, რომელთაც სხვადასხვა პოზიციებზე 630 ვაკანსია აქვთ წარმოდგენილი. 25 სექტემბერს მსგავსი აქცია თელავში გაიმართება.