დღეიდან, 5 მაისიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია იწყება.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რეგისტრაცია 20:00 საათიდან გაიხსნება.
მოქალაქეებს შეუძლიათ, მეორე დოზის გასაკეთებლად დარეგისტრირდნენ ნებისმიერ დაწესებულებაში პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში.
რეგისტრაცია შესაძლებელია სპეციალურ პორტალზე. მეორე დოზით აცრა ჩატარდება 10 მაისიდან. ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც პირველი დოზით აცრა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ჩაიტარა.
შეგახსენებთ, რომ 6 მაისს ქვეყანა “კოვაქს პლატფორმიდან” 43 ათასზე მეტ დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინას ელოდება.
ვაქცინების ანალოგიური რაოდენობის პირველი პარტია ქვეყანამ 13 მარტს მიიღო.