მთავარი » დაზღვევა » “დღეის მდგომარეობით, კერძო სექტორთან თანამშრომლობაზე კოვიდ-ვაქცინების არცერთი დიდი მწარმოებელი მზაობას არ აცხადებს”

“დღეის მდგომარეობით, კერძო სექტორთან თანამშრომლობაზე კოვიდ-ვაქცინების არცერთი დიდი მწარმოებელი მზაობას არ აცხადებს”

ამ ეტაპზე კოვიდ-ვაქცინების არცერთი დიდი მწარმოებელი არ აცხადებს მზაობას კერძო სექტორთან თანამშრომლობაზე. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ დღეს, ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხისას განაცხადა.

მისი თქმით, კერძო სეტორისთვის ვაქცინების შემოტანის გზა გაიხსნება მაშინ, როდესაც დიდი მწარმოებლები დათანხმდებიან აღნიშნულ სექტორთან თანამშრომლობას.

„დღეის მდგომარეობით არცერთი დიდი მწარმოებელი არ აცხადებს მზაობას კერძო სექტორთან თანამშრომლობაზე, რადგან მათი წარმოება ფარავს მხოლოდ სახელმწიფო შეკვეთებს. როდესაც გაიზრდება წარმოება, გაიხსნება გზა კერძო სექტორისთვისაც, რათა მათ შეძლონ ვაქცინების დამატებითი მობილიზება,“ – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ სადაზღვევო კომპანიების ნაწილმა კომერციული კოვიდ ვაქცინების შემოტანის შესახებ განაცხადა. თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული პროექტები შეჩერდა.

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …