მთავარი » სოციალური » შრომა » ჯანდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრში ვაკანსიების კვირეული გაიხსნა
სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში ვაკანსიების კვირეული გაიხსნა. 22-დან 23 სექტემბრის ჩათვლით, კომპანიის წარმომადგენლები შეარჩევენ სასურველ კადრებს.

ჯანდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრში ვაკანსიების კვირეული გაიხსნა

ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში ვაკანსიების კვირეული გაიხსნა. 22-დან 23 სექტემბრის ჩათვლით, სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე შეარჩევენ მათთვის სასურველ კადრებს. დასაქმების კვირეულში 60-მდე კომპანია მონაწილეობს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, worknet.gov.ge-ზე 1600-მდე სამუშაოს მაძიებელია რეგისტრირებული. დამსაქმებლებმა 255 პოზიციაზე, 610 ვაკანსია წარმოადგინეს.

თბილისის კვირეულის შემდეგ, 25 სექტემბერს მსგავსი აქცია თელავში გაიმართება. დამსაქმებლებმა 76 პოზიციაზე, 100 ვაკანსია წარმოადგინეს. ვაკანსიების კვირეულში, კახეთის მასშტაბით 20 კომპანია მონაწილეობს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, სამუშაოს მაძიებელებს საშუალება აქვთ worknet.gov.ge-ზე 24 სექტემბრის, ღამის 12 საათამდე დარეგისტრირდნენ.

prof-news.com

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …