გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ისევ გაიზარდა და 1077 შეადგინა. ამ მაჩვენებელს მკვეთრად ჩამოუვარდება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, რომელიც მხოლოდ 442-ს შეადგენს.
ისევ გაიზარდა დადებითობის მაჩვენებელი და დღე-ღამის ჭრილში 3,4%, ბოლო 14 დღეში 2,77%, 7 დღეში კი 2,04% შეადგინა.
გარდაიცვალა 8 პაციენტი.
პარალელურად, მზარდია აცრილთა რაოდენობა – გასულ დღე-ღამეში 1504 ადამიანი აიცრა. ისევ მზარდია კლინიკებში მყოფი ინფიცირებულების რაოდენობა – ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებებში 2720 პირი მკურნალობს.
კოვიდ-სასტუმროებში 400 პირია მოთავსებული.