მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » კლინიკებში კოვიდ-განყოფილებების დახურვის პროცესი შეჩერდა

კლინიკებში კოვიდ-განყოფილებების დახურვის პროცესი შეჩერდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეის მდგომარეობით, კოვიდკლინიკებში 2 333 საწოლია თავისუფალი.

„ეს მიმდინარე პროცესია და იმისდა მიხედვით, რა საჭიროება იქნება, არსებობს კლინიკებში საწოლების დამატების შესაძლებლობა, რადგან ამ კლინიკების ნაწილი ფუნქციონირებს ე.წ. ჰიბრიდულ რეჟიმში, ანუ მათ შეუძლიათ, მალევე დაუბრუნდნენ საწყის მდგომაროებას კოვიდის მართვასთან მიმართებაში. ჩვენ დადგეგმილი გვქონდა გარკვეული დემობილიზაცია 21 აპრილიდან, თუმცა ეს პროცესი შეჩერდა და კლინიკებს ვთხოვეთ, გააგრძელონ ფუნქციონირება კოვიდის მართვის რეჟიმში“, – აღნიშნა გაბუნიამ.

თამარ გაბუნიამ ისაუბრა აქტიური შემთხვევების შესახებაც. მისი ინფორმაციით, ამჟამად მკურნალობას გადის კორონავირუსით ინფიცირებული 8 000 ადამიანი, რომლებიც განაწილებული არიან ბინაზე, კოვიდსასტუმროებსა და კლინიკებში.

თამარ გაბუნიას თქმით, 81 პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში.

გარდა ამისა, გაბუნიამ აღნიშნა, რომ ქვეყანას დაემატა კოვიდ-სასტუმროები, რადგან საჭიროება იზრდება. „ჰოსპიტალური სექტორი სრულ მზადყოფნაშია, რათა პაციენტების მზარდი რაოდენობა მიიღოს“, – განაცხადა გაბუნიამ.

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …