მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ავერსი ფარმა: ქსელში მედიკამენტებზე დეფიციტი არ არსებობს

ავერსი ფარმა: ქსელში მედიკამენტებზე დეფიციტი არ არსებობს

“ავერსი ფარმას“ დირექტორი  ირაკლი ფურცელაძე „ბიზნესპარტნიორთან“  კატეგორიულად უარყოფს  გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ სააფთიაქო ქსელებში მედიკამენტების დეფიციტია. მისი განცხადებით, კომპანიას გააჩნია მარაგებიც.

„ვერ დაგიდასტურებთ, რომ რაიმე დეფიციტია, ვინაიდან ბაზარზე კონკრეტული პროდუქტის მოხვედრის უამრავი გზა არსებობს. შეიძლება რომელიმე მედიკამენტს რეგისტრაციის ვადა აქვს გასული, ახალი რეგისტრაციაა აუცილებელი და მომწოდებელი ამას ელოდება. ასე ზოგადად საუბარი რთულია, თუმცა, დანამდვილებით მინდა გითხრათ, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე პროდუქციის დეფიციტი არ არსებობს.

შესაძლოა, რომელიმე კონკრეტულ პროდუქტს შეფერხება ჰქონდეს, ეს შეიძლება ტრანსპორტირებასთან იყოს დაკავშირებული, რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო ლოჯისტიკა შედარებით გართულდა, თუმცა, ჩვენ ამის გამო მარაგები გვაქვს შექმნილი. იმის გათვალისწინებით რომ გარკვეული სირთულეები პანდემიის გამო შეიძლებოდა ყოფილიყო სპეციალურად გავზარდეთ მარაგები, რათა ბაზრის უწყვეტი მომარაგება გაგვეხორციელებინა. ზოგიერთი მომწოდებელი გადის ბაზრიდან, შესაბამისად, აღარ ხდება მისი მოწოდება, თუმცა, მას აქვს ანალოგები და ჩანაცვლებადია,“ – აცხადებს ფურცელაძე.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …