მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » GIPA-ს კლინიკის მენეჯმენტის პროგრამამ ჯანდაცვის სამინისტროს აკრედიტაცია მიიღო

GIPA-ს კლინიკის მენეჯმენტის პროგრამამ ჯანდაცვის სამინისტროს აკრედიტაცია მიიღო

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კლინიკის მენეჯმენტის პროგრამამ 2021 წლის მარტში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტოს პროფესიული განვითარების საბჭოს აკრედიტაცია მიიღო. წელს აღნიშნულ კურსებზე მისაღებად მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება, სწავლა კი 8 აპრილს დაიწყება.

როგორც jandacva.ge-ს ინსტიტუტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, კურსებზე სწავლა შეუძლიათ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულ მენეჯერებსა და სპეციალისტებს, რომლებიც მომავალში სხვადასხვა კლინიკის მენეჯერებად დასაქმდებიან. საქართველოში მსგავსი ტიპის კურსები სხვა უმაღლეს დაწესებულებებშიც არსებობს, თუმცა, როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, GIPA-ს უპირატესობა არის მრავალწლიანი გამოცდილება ჯანდაცვის განათლებისა და ტრენერობის მიმართულებით. GIPA-ში ამბობენ, რომ კურსებზე მოთხოვნა მზარდია, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული აკრედიტაციით კი პროგრამა, სხვა ანალოგიურ კურსებთან შედარებით, უპირატესობას ანიჭებს.

პროგრამის აღწერაში ნათქვამია, რომ კურსების მიზანია, მონაწილეებს ჩამოუყალიბდეთ ფართო ხედვა სხვადასხვა სახის სამედიცინო დაწესებულებების მართვის პროცესებზე, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკასა და რეგულაციებზე დაყრდნობით და მისცეს მათ პრაქტიკული უნარ-ჩვევები, ჰოსპიტალური სექტორის სამედიცინო დაწესებულებების მართვის პროცესის შესახებ.

კურსის გავლის შემდეგ, მსმენელები შეძლებენ აქტიურად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, კომპეტენტურად განსაზღვრონ პრობლემის არსი და ეფექტურად მართონ სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარე ადმინისტრაციული და ფინანსური პროცესები, ხარისხი და პაციენტზე ორიენტირებული მომსახურების მიწოდება.

პროგრამის შინაარსი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ჯანდაცვის სისტემის მოწყობა საქართველოში, სახელმწიფო პროგრამები – საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, მარეგულირებელი მოთხოვნები და სწორი მენეჯმენტი, სამედიცინო დაწესებულებისა და საქმიანობის რეგულირების ტიპები, ადამიანური რესურსების მართვა სამედიცინო დაწესებულებაში, ჯანდაცვის დაფინანსებისა და ანაზღაურების მოდელები, სამედიცინო დაწესებულების ფინანსური მენეჯმენტი და ბიზნეს სტატისტიკა, სამედიცინო და სტატისტიკური დოკუმენტაციის წარმოება და სხვა.

პროგრამა აღნიშნული სახით ჯიპაში 2019 წლიდან ფუნქციონირებს.

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …