მთავარი » დაზღვევა » “თიბისი დაზღვევა” მომხმარებელს COVID 19-თან დაკავშირებული რისკების დაზღვევას შესთავაზებს

“თიბისი დაზღვევა” მომხმარებელს COVID 19-თან დაკავშირებული რისკების დაზღვევას შესთავაზებს

კომპანია “თიბისი დაზღვევა“ უახლოეს კვირებში ბაზარზე გაფართოებულ სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტს გამოიტანს. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი პაატა ღაძაძე business-partner.ge-სთან აცხადებს, პროდუქტში გათვალისწინებული იქნება  Covid 19-ის რისკების დაფარვაც. კერძოდ, ანაზღაურება მოხდება გარდაცვალების და შრომისუნარობის დაკარგვის შემთხვევაში.

მისი ინფორმაციით, ლიმიტების და სხვა დამატებითი დეტალების შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც პროდუქტი ბაზარზე გაახლა მიმდინარეობს.

ღაძაძის განცხადებით, COVID-19-ის გართულებული შემთხვევების დაზღვევის პაკეტი  2020 წელს ჯამში  26-მა კომპანიამ  800-მდე თანამშრომლისთვის და 1000-ზე მეტმა ინდივიდუალურმა პირმა შეიძინა. როგორც ღაძაძე აცხადებს, დაზღვეულებს შორის მძიმე მიმდინარეობის  რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.

„ეს იყო კამპანიური პროდუქტი, რომელიც გაზრდილ მოთხოვნას შეესაბამებოდა. ჩვენ დავასრულეთ ამ პროდუქტის გაყიდვები, რადგან პერიოდად გვქონდა აღებული გასული წლის ბოლო. ახლა კამპანიურიდან უნდა გადავიდეთ სისტემური ტიპის პროდუქტებზე. შესაბამისად, განახლებულ პროდუქტს მალე შევთავაზებთ მომხმარებელს,“ – აცხადებს პაატა ღაძაძე.

როგორც ცნობილია, „თიბისი დაზღვევამ“ COVID-19-ის გართულებული შემთხვევების დაზღვევის პაკეტი 2020 წლის აპრილში გამოიტანა ბაზარზე. ის ფარავდა  მსხვილ რისკებს:

  • თუ დაზღვეული სამედიცინო დაწესებულებაში მოხვდებოდა დაავადების მძიმე მიმდინარეობით, გაიცემოდა ფიქსირებული თანხა 10 000 ლარის ოდენობით.
  • სიცოცხლის დაზღვევის კომპონენტი გულისხმობდა დაზღვეულის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახისთვის 50 000 ლარის ოდენობით ფიქსირებული თანხის ანაზღაურებას.

დაზღვევის ღირებულება იყო 19 ლარი და მისი შეძენა 18-დან 65 წლამდე ნებისმიერ მსურველს on.tbcinsurance.ge-ზე, ერთჯერადი გადახდით შეეძლო. დაზღვევა ხელშეკრულების გაფორმებიდან 31.12.2020-მდე მოქმედებდა.

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …