მთავარი » სოციალური » “აიხილე თვალები” – გენდერული ძალადობის 16 დღიანი კამპანიის გახსნა
წელს კამპანიის სლოგანია - „აიხილე თვალები“ - www.sheachere.ge დაგეგმილი ღონისძიებები მიზნად ისახავს გენდერული ძალადობის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას

“აიხილე თვალები” – გენდერული ძალადობის 16 დღიანი კამპანიის გახსნა

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისა და USAID -ის „ოჯახში ძალადობის შემცირების“ პროექტის ორგანიზებით, გენდერული ძალადობის 16 დღიანი კამპანიის გახსნა გაიმართა.

წელს კამპანიის სლოგანია – „აიხილე თვალები“ – www.sheachere.ge დაგეგმილი ღონისძიებები მიზნად ისახავს გენდერული ძალადობის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას, სახელმწიფო სერვისების მეტად პოპულარიზაციას საზოგადოებაში და პრევენციული ღონისძიებების გაცნობას.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სპეციალურად ამ კამპანიისათვის შექმნილი ინტერაქციული ვებგვერდის და სატელევიზიო ვიდეორგლის პრეზენტაცია. ფონდის საქმიანობის ანგარიში დირექტორმა თამუნა ბარკალაიამ წარადგინა. გენდერული ძალადობის 16 დღიანი კამპანია მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. იგი 25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს მთავრდება. ამ პერიოდში სახელმწფო ფონდის მიერ სხვადასხვა შინაარსის ღონისძიებები და საინფორმაციო აქტივობებია დაგეგმილი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური სამინისტროს წარმომადგენლები, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ელისაბედ როუდი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერის საკითხებში სოფო ჯაფარიძე და სხვა ოფიციალური პირები.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

სოციალური დახმარების სისტემა მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს

განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ დავით სერგეენკოს მოუსმინეს. …