ქვეყანაში ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით გაწეული უდიდესი ძალისხმევის გამო საქართველო შეირჩა ევროპის რეგიონში C ჰეპატიტის ელიმინაციის სამოდელო ქვეყანად და პროგრამის – „NOhep Visionaries“ საპატიო წევრად.
ვირუსული ჰეპატიტებით მსოფლიოში ყოველწლიურად 1.34 მილიონი ადამიანი იღუპება. საქართველოში, 2015 წელს განხორციელებული კვლევის თანახმად, C ჰეპატიტით ინფიცირებულია 150 000 ადამიანი, მათგან დაახლოებით 100 000-მა არ იცის საკუთარი ინფიცირების შესახებ.
ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციაზე აღებული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე დამყარდა თანამშრომლობა ჰეპატიტების მსოფლიო ალიანსთან @WorldhepatitisAlliance და ქვეყანა შეუერთდა @NOhep გლობალურ მოძრაობას.
გიწვევთ, შემოგვიერთდეთ და გაწევრიანდეთ #Nohepგლობალურ მოძრაობის ოფიციალურ ვებგვედზე: http://www.nohep.org/sign-up/“