შრომის ინსპექციამ დიდ დიღომში მშენებლობიდან ახალგაზრდა მამაკაცის გადმოვარდის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მოკვლევის შედეგად პირველადი ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.
დიდ დიღომში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა.