შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ფსიქოთერაპიისა და ფსიქორეაბილიტაციის დღის ცენტრის „კერა“ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აუტისტური და ფსიქიკური აშლილობის მქონე ბაშვების მიერ ხელით შექმნილი სხვადასხვა ნივთები, აქსესუარები, ნახატები. აღნიშნული გამოფენა მიზნად ისახავდა მათი საქმიანობის ხელშეწყობასა და წახალისებას.