საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მაკლეინის ასოციაცია ბავშვებთან ერთად ახორციელებს პროექტს “ეფექტური მინდობით აღზრდის მომსახურება ქვემო ქართლის რეგიონში”.
პროექტის მიზანია მინდობით აღზრდის მომსახურების გაძლიერება ქვემო ქართლის რეგიონის სამ რაიონში: რუსთავში, გარდაბანსა და მარნეულში, რაც გულისხმობს, როგორც ახალი მიმღები მშობლების მოძიების ეფექტურად წარმართვას ისე არსებული მიმღები მშობლებისა და ბიოლოგიური ოჯახების გაძლიერებას.
პროექტის ფარგლებში მედია სემინარი, დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში გაიმართა.