სოციალური განვითარების რეიტინგში საქართველოს მსოფლიოს 128 ქვეყანას შორის 53-ე ადგილი უკავია.
კვლევა ამერიკულმა ორგანიზაციამ Social Progress Imperative-მა კომპანია Deloitte-ის მხარდაჭერით განახორციელა.
რეიტინგი დაყოფილია რამდენიმე კატეგორიად ძალიან მაღალი სოციალური განვითარების ქვეყნებად, მაღალი სოციალური განვითარების ქვეყნებად, საშუალოზე მაღალი სოციალური განვითარების ქვეყნებად, საშუალოზე დაბალი სოციალური განვითარების ქვეყნებად, დაბალი სოციალური განვითარების ქვეყნებად და ძალიან დაბალი სოციალური განვითარების ქვეყნებად. საქართველო საშუალოზე მაღალი სოციალური განვითარების ქვეყნებს მიეკუთვნება.
საქართველო მნიშვნელოვნად უსწრებს აზერბაიჯანს, თურქეთს, რუსეთს, სომხეთს.
ინდექსის მიხედვით, საქართველოს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს ადამიანური საბაზიჭო საჭიროებების მაჩვენებელში, რომელიც მოაზრებს საკვებისა და ჯანდაცვის, თავშესაფრის ხელმისაწვდომობას, პერსონალური უსაფრთხოება. ასევე მოწინავე პოზიციებზეა კეთილდღეობის კრიტერიუმის თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში ქვეკრიტერიუმია განათლების, ინფორმაციასა და კომუნიკაციებზე ხელმისაწდომობა. შედარებით დაბალი მაჩვენებლები აქვს პიროვნულ თავისუფლებას და არჩევანის თავისუფლების, ასევე ჰომოსექსუალებისადმი და იმიგრანტებისადმი ტოლერანტობის კრიტერიუმში.
სოციალური განვითარების ინდექსი ეს არის ქვეყნების სოციალური განვითარების მაჩვენებელი ეკონომიკური ფაქტორებისგან დამოუკიდებლად. ინდექსი მოიცავს სოციალური განვითარების ისეთ ინდიკატორებს როგორიცაა ადამიანის საბაზისო მოთხოვნები, კეთილდღეობა და შესაძლებლობები.
რეიტინგში დანია ლიდერობს, მაღალი სოციალური განვითარების კარგი შეფასებები აქვს ფინეთსა და ისლანდიას. ათეულში მოხვდა ნორვეგია, შვეიცარია, კანადა, ჰოლანდია, , შვედეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია.
ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას, ავღანეთს, ჩადს, ანგოლას, ნიგერიას, გვინეას, იემენს.