მთავარი » სოციალური » გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოციალური დახმარებები გაიცემა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, „გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი ოჯახების ინდივიდუალური, სამედიცინო და ერთჯერადი დახმარების დროებითი სამუშაო ჯგუფის“ მორიგი სხდომა გაიმართა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოციალური დახმარებები გაიცემა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, „გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი ოჯახების ინდივიდუალური, სამედიცინო და ერთჯერადი დახმარების დროებითი სამუშაო ჯგუფის“ მორიგი სხდომა გაიმართა.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა ერთჯერადი მატერიალური დახმარებისა და სამედიცინო ( სამკურნალო – საოპერაციო ) მომსახურების მოთხოვნით შემოსული 59 განცხადება განიხილეს.

ერთჯერად-მატერიალურ დახმარებაზე შემოსული 42 განაცხადი დადებითად გადაწყდა (11 050 ლარი).

სამკურნალო–საოპერაციო ხარჯებისთვის საგარანტიო წერილი 14 მოქალაქეზე გაიცა (13 008 ლარი), ერთი განცხადების განხილვა კი დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენის გამო დროებით შეჩერდა.

კლინიკაში არსებული დავალიანება 2 მოქალაქეს აუნაზღაურდა (700 ლარი).

ჯამში, მიმდინარე კვირას გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეები შემოსული განცხადებების საფუძველზე 24 700 ლარზე მეტით დაფინანსდნენ.

info9.ge

იხილეთ ასევე

სოციალური დახმარების სისტემა მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს

განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ დავით სერგეენკოს მოუსმინეს. …