რუსთავი-თბილისის ხაზზე მომუშავე 400 მძღოლი უფასო სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებს, – ამის თაობაზე დღეს საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირებსა და რუსთავში არსებულ კლინიკა “ემ მედს” შორის ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, თბილისი-რუსთავის საქალაქთაშორისო მარშრუტზე დასაქმებული 400-მდე მძღოლი კლინიკა ,,ემ მედში“ სხვადასხვა სამედიცინო გამოკვლევას უფასოდ ჩაიტარებს.
“ჩვენი კამპანია “ჯანმრთელი მძღოლი – უსაფრთხოების გარანტია” გრძელდება. კამპანია დავიწყეთ თბილისიდან და ახლა ქვემო ქართლში გადმოვინაცვლეთ. ექვს თვეში ერთხელ, ყველა დასაქმებულ მძღოლს სრული უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება. ჩვენ, ჯერჯერობით 400 ადამიანზე გავაფორმეთ ხელშეკრულება ერთ კონკრეტულ კლინიკასთან, ამ დღეებში კი ვფიქრობთ, რომ ყველა დასაქმებულ მძღოლს მოიცავს ეს პროექტი”, – განაცხადა საქართველოს ტანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარე ლავრენტი ალანიამ.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ კლინიკაში მისულ მძღოლებს სრული სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა.