მთავრობამ 676- ათას ლარიანი დასაქმების პროგრამა დაამტკიცა.
მთავრობა შშმ (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე) და სსსმ (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე) პირების შრომის ანაზღაურების სუბსიდირებას მოახდენს.
კერძოდ საუბარია შრომის ანაზღაურების 50%-იან დაფინანსებაზე, თუმცა, ერთ ბენეფიციარზე ვაუჩერის ღირებულება 460 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. რაც შეეხება, სუბსიდირების ვადებს ის, მხოლოდ 4 თვით განისაზღვრება.
გარდა ამისა პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: დასაქმების ფორუმების მოწყობა , შრომის ბაზრის მართვის სისტემის www.worknet.gov.ge განვითარება, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისა და საჭირო ცოდნის და უნარ-ჩვევების გამოვლენის მიზნით, კვლევების და მონიტორინგის ჩატარება წელიწადში ერთხელ და სხვა.