სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯიაზე“ დაზღვევის ლიცენზია გაიცა.
ბაზარზე ახალი მოთამაშის დედა კომპანია ამერიკული Global Benefits Group-ია, რომელიც დამოუკიდებელი საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიაა, 36-წლიანი გამოცდილებით. ახალი კომპანიის პარტნიორი “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” იქნება.