Bloomberg Sunset-ის ინდექსის თანახმად, დღევანდელ მსოფლიოში შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა გაცილებით უფრო სწრაფად მცირდება, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო.
როგორც წესი, შრომისუნარიანობის ასაკი 15 წლის ასაკში იწყება და 65-მდე გრძელდება, თუმცა, არის ქვეყნები, სადაც მუშაობას უფრო ადრე ასრულებენ. მაგალითად, 178 ქვეყნის შეფასებით, დაახლოებით მამაკაცები 66 პროცენტი, ხოლო 78% ქალბატონებში გაცილებით ადრე გადიან პენსიაზე. შესაბამისად, სახელმწიფო საპენსიო ანაზღაურებასაც რამდენიმე წლით ადრე იღებენ.
მსოფლიო ბანკისა და გაეროს შეფასებით, დღესდღეობით, საპენსიო ასაკში მყოფი მოსახლეობა უფრო მეტია, ვიდრე მომუშავე. თუმცა, სიტუაცია, შესაძლოა, კიდევ უფრო გამწვავდეს, თუკი რობოტიზაციისა და თანამედროვე, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, არსებული მუშახელი კიდევ უფრო შემცირდა.
Bloomberg Sunset Index-ის თანახმად, მინიჭებული ინდექსების თანახმად, რომლებიც 2,2-სა და 2,3 -ს შეადგენენ ყველაზე მწვავედ პრობლემა დგას სინგაპურში, საფრანგეთსა და შრილანკაში. მათ მოჰყვება, მალტა, ბელარუსი, იაპონია, რუსეთი, საბერძნეთი, ტაილანდი და ბულგარეთი.
რაც შეეხება აზიის დანარჩენ ნაწილებს, აქ გაცილებით უფრო დიდი პრობლემის წინაშე დგანან, ვიდრე საპენსიო ასაკია. იგულისხმება რესურსების არათანაბარი გადანაწილება.
რაც შეეხება თანხის ოდენობას, საკმაოდ მაღალია პენსია ჩეხეთში, სადაც მოსახლეობა პენსიაზე გასვლის შემდეგ, ხელფასის 50%-ს იღებს. ეს თანხა კი საშუალოდ ათას ევროს შეადგენს. პორტუგალიაში საპენსიო ასაკი 65 წლიდან იწყება, თუმცა საშუალოდ, ისინი ხელფასის 54%-ს იღებენ. ეს თანხა კი დაახლოებით 540 ევროს აღწევს. ასევე მაღალია პენსია ფინეთშიც, სადაც ხელფასის 58%-ია. სტატისტიკის მიხედვით, ფინეთში საშუალო ხელფასი 3 ათას 700 ევროა, მაგრამ ამას აკლდება გადასახადები და სხვა მოსაკრებლები.
ყველაზე მდიდარ პენსიონერებად მაინც ბერძნები ითვლებიან, რადგან პენსიის სახით ხელფასის 96%-ს იღებენ. ამგვარად, 57 წლის ასაკში პენსიაზე გასვლის შემდეგ ისინი პრაქტიკულად ინარჩუნებენ უწინდელ შემოსავალს, რომელიც ქვეყანაში საშუალოდ 2 ათას ასი ევროა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მდიდარი პენსიონერები საბერძნეთშია, სამაგიეროდ გლობალური საპენსიო ინდექსის თანახმად, ყველაზე განვითარებული და სანდო საპენსიო სისტემა დანიას აქვს. ამ ქვეყანაში საპენსიო ასაკი 65 წელია. თუმცა, ბევრი პენსიონერი შრომით საქმიანობას ამ ასაკის მიღწევის შემდეგაც განაგრძობს.
დანიაში პენსიები ფიქსირებული არ არის და დგინდება მოქალაქის შრომითი სტაჟისა და დანიაში ნაცხოვრები წლების ოდენობის მიხედვით. სახელმწიფო პენსიის გარდა, მოქალაქეები ხშირად მიმართავენ დაგროვებით სისტემას, ანუ შრომითი საქმიანობის პერიოდში ხელფასის გარკვეულ ნაწილს ფონდში რიცხავენ. პენსიაზე გასვლის შემდეგ მათ ეს თანხა ერთიანად უბრუნდებათ. დანიაში პენსიის საშუალო ოდენობა 2 ათას 800-ი დოლარია, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა კი 78 წელი. თუმცა, დანიის გარდა საუკეთესო საპენსიო სისტემების მქონე ქვეყნების რეიტინგის პირველ სამეულში ნიდერლანდები და ავსტრალიაც ხვდება.
businesscontact.ge