მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » დავით სერგეენკოს განცხადება ფსიქიკურად დაავადებულ პაციენტებზე
მონიტორინგმა უტყუარად დაადგინა, რომ კლინიკები არც თუ ისე იშვიათ შემთხვევაში, ფსიქიკურად დაავადებულ პაციენტს სტაციონარიდან დროზე ადრე წერდნენ.

დავით სერგეენკოს განცხადება ფსიქიკურად დაავადებულ პაციენტებზე

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, კლინიკები მწვავე ფსიქოზის მქონე პაციენტებს სტაციონარიდან ხშირ შემთხვევაში დროზე ადრე წერდნენ.

ამ ყველაფრის უკან კი, ფინანსური ინტერესები იდგა.

„მწვავე შემთხვევების მართვის დროს, როდესაც ქრონიკული დაავადება მწვავდება, პაციენტი აბსოლუტურ შემთხვევაში საჭიროებს სტაციონარში მკურნალობას.

ჩვენმა მონიტორინგმა უტყუარად დაადგინა, რომ კლინიკები არც თუ ისე იშვიათ შემთხვევაში, მწვავე ფსიქოზის მქონე პაციენტს სტაციონარიდან დროზე ადრე წერდნენ, ის ერთი თვის განმავლობაში განმეორებით ან განმესამებით შედიოდა იგივე ან სხვა კლინიკაში, ეს ხდებოდა იმისათვის, რომ ამ კლინიკებს ზედმეტი თანხა გამოეწერათ და ამას პაციენტის უსაფრთხოების ხარჯზე აკეთებდნენ.

მწვავე ფსიქოზის დროს პაციენტს განსაკუთრებული მოვლა და მკურნალობა სჭირდება. სამწუხაროდ ამ ყველაფრის უკან რეალურად ფინანსური ინტერესები დგას, მათ შორის იმ კლინიკების, რომლებიც ბოლო პერიოდში ყველაზე მეტს ხმაურობენ“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

აქვე მინისტრი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ადამიანთა სამი ჯგუფი გამოიკვეთა.

„ ადამიანები, რომლებიც ამ პაციენტებს რეალურად გულშემატკივრობენ, თუმცა ყველა დეტალში არ არიან ჩახედულნი. ჩვენ მათ სიამოვნებით გავარკვევთ სიტუაციაში. მეორე – ადამიანები, რომლებსაც გარკვეული ხეირი აინტერესებთ და მესამე – პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები, რომლების მიზანიც ნეგატივის წამოწევაა.

რაც შეეხება პროგრამას, რომელიც არის დამტკიცებული – ცვლილებები, რომელიც გატარდა მხოლოდ პაციენტების ინტერესებისკენ იყო მომართული და ეს ცვლილებები არ იქნება ბოლო“,- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

ipress.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …