მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ურთიერთგაგების მემორანდუმი
ურთიერთგაგების მემორანდუმი

ურთიერთგაგების მემორანდუმი

ირლანდიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეროვნულ სამსახურსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. 

2015 წლის 7-12 სექტემბერს, ირლანდიაში სამუშაო ვიზიტით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დელეგაცია იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სფეროში ირლანდიის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

ვიზიტის ფარგლებში, 10 სექტემბერს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ირლანდიის ეროვნული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  შორის.

დოკუმენტი ითვალისწინებს ორი ქვეყნის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურებს შორის თანამშრომლობას და მომსახურების მაქსიმალურად სრულყოფის მიზნით გამოცდილებისა და ექსპერტიზის ურთიერთგაზიარებას. 

ურთიერთგაგების მემორანდუმს ირლანდიის მხრიდან ხელი მოაწერა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისების  დირექტორმა მარტინ დანმა, ხოლო, საქართველოს მხრიდან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსმა ავთანდილ თალაკვაძემ.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ირლანდიის ეროვნული სასწრაფო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელ  პირებთან.

საქართველოს დელეგაციის წევრები გაეცნენ ირლანდიის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის სტრუქტურას და  მის ყოველდღიურ, ოპერატიულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღსანიშნავია, რომ ვიზიტი ირლანდიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეროვნული სერვისების დირექტორის დამიენ მაკკალიონის მოწვევით განხორციელდა.

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …