საქართველოს მედიცინის მუშაკთა დღესთან დაკავშირებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ექიმები დააჯილდოვა.
მედიკოსებთან შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში გაიმართა. დავით სერგეენკო რეგიონებში მომუშავე ექიმ-სპეციალისტებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრისა და სოფლის ექიმებს შეხვდა. ჯანდაცვის მინისტრმა მათ პროფესიული დღე მიულოცა.
შეხვედრის დასკვნით ნაწილში კი მედიცინის 100-ზე მეტ მუშაკს განსაკუთრებული დამსახურებისთვის მადლობის სიგელები და მედლები გადასცა. ჯილდო რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტსაც გადაეცა.
საქართველოს მედიცინის მუშაკთა პროფესიული დღე ყოველწლიურად, 23 დეკემბერს აღინიშნება.
.
Jandacvis Saministro