მთავარი » დაზღვევა » საქართველოში საერთაშორისო სადაზღვევო ბროკერი Willis Towers Watson შემოდის
Willis Towers Watson მსოფლიოში რეიტინგით მესამე ბროკერია,რომელსაც 120-ზე მეტ ქვეყანაში 39,000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული,მისი ბრუნვა 8.2 მილიარდ აშშ დოლარია

საქართველოში საერთაშორისო სადაზღვევო ბროკერი Willis Towers Watson შემოდის

სადაზღვეო ბროკერი “Gras Savoye” რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს მსოფლიოში რეიტინგით მესამე საბროკერო კომპანიამ შეისყიდა.

ხანგრძლივი მოლაპარაკებები “Willis Towers Watson” მიერ “Gras Savoye” შეისყიდვაზე 2016 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამსხვილების ახალ ეტაპზე, სადაზღვევო ბროკერი “Gras Savoye”, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს რებრენდინგს იწყებს.

“Willis Towers Watson” მსოფლიოში რეიტინგით მესამე ბროკერია, რომელსაც 120-ზე მეტ ქვეყანაში 39,000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, მისი ბრუნვა 8.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და წარმოდგენილია ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს კონსულტაციას დაზღვევის ნებისმიერი მიმართულებით. “Willis Towers Watson”-ის კლიენტები არიან BP, Disney, HSBC, Barclays, Shell, კოკა- კოლა, კოდაკი და ა.შ.

კომპანიის 5 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება და ახალი ბრენდის სამომავლო გეგმების პრეზენტაცია 15 დეკემბერს, 19:30 წუთზე, მწერალთა სახლში გაიმართება. ღონისძიებას ქართველი და უცხოური ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

businesscontract.ge

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …