ამ დრომდე პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს 50-მდე ვირუსულმა პაციენტმა მიმართა.
მიმართვიანობის შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული. გრიპის სიმპტომის მოტივით შესული გამოძახებები 112-დან პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში მისამართდება.
24 საათიან სამუშაო რეჟიმში თბილისის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის 4 ცენტრი მუშაობს. ახალი პროტოკოლი თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის განსატვირთად წუხელ ამოქმედდა.
ამ დროისთვის, უწყვეტ რეჟიმში, საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი (წინამძღვრიშვილის ქ. #57), კლინიკა „მედკაპიტალის“ გლდანის (გამარჯვების ქ. #1), საბურთალოსა (გამრეკელის ქ. #19) და სამგორის (მოსკოვის გამზირი, კვ. 4, კორპ. 3) რაიონული ფილიალები ფუნქციონირებს.
ოჯახის ექიმები პაციენტებს სატელეფონო კონსულტაციას და ადგილზე სამედიცინო მომსახურებას უწევენ. საჭიროების შემთხვევაში კი ბინაზე გადიან.