მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » გრიპის ვირუსის მქონე მოქალაქეთა ზარები სასწრაფო დახმარების სპეციალურ სადისპეტჩეროში გადამისამართდება
სამინისტროს გადაწყვეტილებით, ამუშავდება ახალი სადისპეტჩერო, სადაც გადამისამართდება გრიპის ჩივილების მქონე მოქალაქეთა ზარები.

გრიპის ვირუსის მქონე მოქალაქეთა ზარები სასწრაფო დახმარების სპეციალურ სადისპეტჩეროში გადამისამართდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ გრიპის ვირუსის გამო სასწრაფო დახმარების სამსახურში გამძახებების რაოდენობა გაიზარდა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სერგეენკომ განმარტა, ვირუსების მხრივ ამ დროისთვის არსებულ  ვითარებას არ შეიძლება, ეპიდემია ვუწოდოთ, თუმცა მომართვიანობის გაზრდის გამო შესაბამის ზომები იქნება მიღებული, რადგან გუშინ დაფიქსირდა 550 გამოძახება, რომელზეც რეაგირება ვერ მოხერხდა.

კერძოდ, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ამუშავდება ახალი სადისპეტჩერო, სადაც გადამისამართდება გრიპის ჩივილების მქონე მოქალაქეთა ზარები,  უკვე ამ დაავადებების მართვას განახორციელებენ ოჯახის ექიმები; დამატებით გაიხსნება საოჯახო ცენტრები, რომლებიც 24/7ზე რეჟიმში იმუშავებენ.

„ეს იქნება ქმედითი ზომები, რათა გაზრდილი ავადობის სურათი მნიშვნელოვნად ვმართოთ“,-აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ამასთან, სერგეენკოს თქმით,  ყოველ სეზონზე, გაზაფხულ-შემოდგომაზე ხდება გრიპის მაგვარი დაავადებების გამწვავება.

„ჩვენ დღეს გვაქვს დაახლოებით იგივე სიტუაცია, რაც გასული წლის იანვარ-თებერვალში გვქონდა. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არ არის ეპიდემია. მას თავის მახასიათებელი აქვს, კერძოდ 500-ზე მეტი დაავადებული 1000 ათას მოსახლეზე. ახლა, საბედნიეროდ, გვაქვს მხოლოდ 254 ბოლო დღეების მდგომარეობით. თუმცა იმის გამო რომ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მიმართვიანობა,  სასწრაფო დახმარების სამსახურებში, გუშინდელი მდგომარეობით დაფიქსირდა 550  გამოძახება, რომელზეც რეაგირება ვერ მოხერხდა და ამ გამოძახებების უმეტესობა იყო სწორედ გრიპის სიმპტომების გამო“,-აღნიშნა დავით სერგეენკომ.

2030.news

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …