ჯანდაცვის სამინისტრომ ერთი წლის ბავშვის ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია დააფინანსა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ბარბარე მოლაშვილს ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია რამოდენიმე დღეში ჩაუტარდება.
„ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული როგორც კლინიკის შერჩევის, ასევე თანხის მოძიების პროცესში. მთავრობისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით, პატარა ბარბარეს ტრანსპორტირება და მკურნალობა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში დაუფინანსდა“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბარბარე მოლაშვილს სასწრაფო ოპერაცია სჭირდება, სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელდა.