ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით სამშობიარო დაწესებულებების შემოწმება დაიწყო.
კლინიკები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ დაწესებულ სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებენ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ. სიახლეა ისიც, რომ ამ ტიპის დაწესებულებების კლასიფიკაცია სამი დონის მიხედვით მოხდება. სხვადასხვა დონე სხვადასხვა სიმძიმის პაციენტის მომსახურებას გულისხმობს.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალი რეგულაციების მიზანია მკურნალობის დონის გაუმჯობესება და საკეისრო კვეთების მაჩვენებლის შემცირება. როგორ ხვდებიან სამშობიაროების წარმომადგენლები ცვლილებებს და კლინიკების რა ნაწილს ემუქრება დახურვა? – ნახეთ მარიამ აფციაურის სიუჟეტი.